GE

ილიაუნის ორგანიზებით აბასთუმანში საზაფხულო სკოლა – „ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება“ გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, აბასთუმანში, 10-დან 21 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო სკოლა – „ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება“ გაიმართა.

ილიუნის ცნობით, საზაფხულო სკოლა ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებითა და პროექტის – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებების ხელშეწყობა (2013–2015) – ფარგლებში ჩატარდა,

სკოლაში ლექცია-სემინარებს უძღვებოდნენ ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში: იოჰანეს ვაისი, არნდ პოლმანი, ნიკლაუს ლარგიერი, გეორგ ლომანი, შტეფან ციმერმანი, ერკოლე ერკულეი; აგრეთვე, საქართველოში მოღვაწე პროფესორები: მამუკა ბერიაშვილი, გიორგი მაისურაძე და ანა ფირცხალაიშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური