GE

ილიაუნისა და ტალინის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 1-ლ ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) დელეგაცია რექტორის, პროფესორ ტიიტ ლანდის ხელმძღვანელობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტალინის უნივერსიტეტის რექტორებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიზნად ისახავს ორივე მხარისათვის სასურველი აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებების განსაზღვრას სამომავლო თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ახალ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების განვითარებას, დოქტორანტთა ერთობლივ ხელმძღვანელობასა და სხვა ერთობლივი აქტივობების განხორციელებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური