GE

ილიაუნიში ბიზნესის სკოლის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება

28 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია.

ილიაუნის ცნობით, აპლიკაცია შეიქმნა როგორც ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს ექნება საშუალება, პირდაპირ მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე დასაქმების ფორუმების, კვლევების, ვაკანსიების, კონკურსების, საჯარო შეხვედრებისა და საბოლოო სიახლეების შესახებ; აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება წვდომა არგუსზე.

 

როგორც ილიაუნის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური