GE

ილიაუნიში ფრანგი ასოცირებული დოქტორის, მიშელ ლარუ-შარლუს საჯარო ლექცია გაიმართება

29 მაისს, 17:00 საათზე ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ფრანგი ასოცირებული დოქტორის, მიშელ ლარუ-შარლუს საჯარო ლექციაზე.

ლექციის თემაა: არსებული ურბანული პრობლემები

ილიაუნის ოფიციალური გვერდის ცნობით, მიშელ ლარუ-შარლუმ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი. 2007 წლიდან კი ქალაქ ბორდოს კეთილმოწყობის სამსახურის გენერალური დირექტორი და ბორდოს დიზაინის, არქიტექტურისა და ურბანიზმის ბიენალე აგორას ხელმძღვანელია. 1995 -2007 წლებში მუშაობდა ბორდოს მერიაში ურბანული განვითარების კოორდინატორად. ქ-ნი ლარუ-შარლუ ბორდოს ურბანული პროექტის ინიციატორია.

ფრანგი სტუმარი პრობლემატიკას მიმოიხილავს და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №32)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური