GE

ილიაუნიში ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართება

3 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ასოციაციები ”ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე” და ”მწვანე სახლი”, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ატარებს საუნივერსიტეტო კონფერენციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე.

ლიაუნის ცნობით, მოხსენებათა განრიგი:

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები:

ოლივიე დუვილი – თემა: ”სტრუქტურალური თეორიები ფსიქოპათოლოგიაში”;

კატრინ სალადენი – თემა: ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის საკითხისათვის: აუტიზმი და ფსიქოზი”.

ოლივიე დუვილი – ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

კატრინ სალადენი – ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში,
ასოციაცია ”მწვანე სახლის” თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.).

დასწრება თავისუფალია. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური