GE

ილიაუნიში გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

29 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით, შედგება საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო სტიპენდიასთან (IPS) დაკავშირებით.   

ილიაუნის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნობა სტიპენდიის მიზნებსა და წინაპირობებს; ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ყოფილ სტიპენდიანტს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

IPS გათვლილია პოლიტიკით დაინტერესებულ 29 წლის პირებზე, რომლებიც კარგად საუბრობენ გერმანულად და სურთ, მომავალში აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. პროფესია შეუზღუდავია.

თუ გსურთ გერმანიის პარლამენტში მუშაობა, სრულ ინფორმაციას ბუნდესტაგის სტიპენდიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე მიიღებთ.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური