GE

ილიაუნიში ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი დვორა კატჩევიჩი საჯარო ლექციას წაიკითხავს

22 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი დვორა კატჩევიჩი წაიკითხავს საჯარო ლექციას – ”არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში”.

ილიაუნის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქალბატონი კატჩევიჩი, პროექტ PROFILES-ის ფარგლებში, დიდი ხანია, თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრთან SALiS. ვაიცმანის ინსტიტუტთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რამდენიმე სამეცნიერო კვლევა, შეიმუშავა საქართველოში ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა სატრენინგო მოდულები და სამუშაო მასალები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით.

დრო: 22 მაის, 17:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური