GE

ილიაუნიში IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ გაიმართება

21-23 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენციის მონაწილეები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველოლოგიური სახლი.

კონფერენცია გაიხსნება 21 სექტემბერს, 10:30 საათზე. მასში მონაწილეობას მიიღებს 72 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი, ჰოლანდია, გერმანია, რუსეთი.

პროგრამის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

კონფერენციის ისტორია:

I საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2010 წლის 5-8 ოქტომბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; კონფერენციაში მონაწილეობდა 58 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ავსტრია, დანია, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი).

II საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2012 წლის 5-8 სექტემბერს (ორგანიზატორები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კონფერენციაში მონაწილეობდა 128 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ავსტრია, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, სომხეთი, დანია, იტალია).

III საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2014 წლის 17-21 ოქტომბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; კონფერენციაში მონაწილეობდა 81 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, იაპონია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, სომხეთი, რუსეთი, ისრაელი).

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, ბოტანიკურის ქ. #1

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური