GE

ილიაუნიში კონფერენცია თემაზე: “საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები” გაიმართა

12 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღონისძიებების – “ილიაუნი 10 წლისაა” – ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: “საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები”.

კონფერენციის ფარგლებში, შედგა ამავე სახელწოდების კრებულის პრეზენტაცია. კრებულში, რომელიც გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და უპსალას უნივერსიტეტის პროფესორთა სტატიები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური