GE

ილიაუნიში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა დისკუსია, რომლის მიზანიც საბჭოთა ოკუპაციის ხელახალი გააზრება იყო.

საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ კოლონიალიზაციაზე და ანექსიის გამოცდილებაზე ისაუბრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა:ნინო დობორჯგინიძე – “საბჭოთა კავშირი და ყოველდღიური ცხოვრების კოლონიალიზაცია საქართველოში”; ემზარ ჯგერენაია – “საქართველო – ანექსიის განსაკუთრებული მოდელი”; ლაშა ბუღაძე – “აკრძალული 25 თებერვალი”; ლაშა ბაქრაძე – “1921 წლის თებერვლის გაკვეთილები დღეისთვის”. დისკუსიის მოდერატორი იყო ელენე კეკელია.

ამასთან, 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის A კორპუსის წინ ხელნაკეთი სამახსოვრო ბარათებით გაავრცელეს ინფორმაცია და მნიშვნელოვანი ფაქტები 25 თებერვალთან დაკავშირებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური