GE

ილიაუნიში პირველკურსელთა რეგისტრაცია 1 სექტემბერიდან 18 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე იწარმოებს:

  • ბიზნესის სკოლა – ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E207, ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი C211, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამართლის სკოლა – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი C214, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი – მ. თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H-120 ( H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების პლასტიკური ბარათი (სასურველია);
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

ილიაუნი გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური