GE

ილიაუნიში საჯარო ლექცია: „ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით“ გაიმართება

პირველ ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება ილიაუნისა და Vancouver Film School-ის კურსდამთავრებულის, ბესო კაჭარავას, საჯარო ლექცია: „ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით.“

მომხსენებლის შესახებ:

ბესო კაჭარავა ხმის დიზაინერია და ფილმის ხმის პოსტპროდუქციასა და ვიდეოთამაშებზე მუშაობს. მან თბილისში დააარსა საკუთარი პოსტპროდუქციის სტუდია. უმუშევია არაერთ ფილმზე, სატელევიზიო შოუზე, ანიმაციაზე, სარეკლამო რგოლსა თუ ვიდეოთამაშზე. მისი მომსახურება მოიცავს ხმის სერვისების მთელ სპექტრს ვიზუალური მედიისთვის. ბესო, საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ 10-კაციან ჯგუფთან ერთად, GDS-ისა და სხვა ქართული კომპანიების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თამაშების თუ კინოპროდუქციის წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობს.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური