GE

ილიაუნიში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია“ გაიმართება

1-3 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია“.

ილიაუნის ცნობით, კონფერენციის თემაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თავისებური ფორმების ჩამოყალიბება, რელიგიურობის ახალი ფორმები და, ზოგადად, რელიგიური ლანდშაფტის ცვლილება პოსტკომუნისტურ პერიოდში.

გარდა ამისა, კონფერენციაზე განხილული იქნება რელიგიის როლი, მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და სეკულარიზმის პრობლემატიკა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: CASCADE / ISSICEU/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 1-2 ივნისი, 10:00-18:00 საათი, 3 ივნისი, 10:00-14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური