GE

ილიაუნიში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ენა და ტერიტორია 2” მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ენა და ტერიტორია 2.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 105 მეცნიერი, პროფესორი, მკვლევარი მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. მათ შორის 44 ქართველი და 61 უცხოელი – საფრანგეთიდან, კანადიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, ვიეტნამიდან, ირანიდან, ლიბანიდან, ალჟირიდან, კოტ დ’ივუარიდან, მალიდან, კამერუნიდან, მაროკოდან, კომორის კუნძულებიდან, მადაგასკარიდან, ნიგერიიდან, სენეგალიდან, ეგვიპტედან, ტუნისიდან და კონგოდან.

კონფერენციის თანაორგანიზატორია ქალაქ სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტი (ონტარიო, კანადა), სადაც 2010 წლის აგვისტოში ჩატარდა პირველი კონფერენცია. კანადაში ჩატარებულ კონფერენციასა და იქ გამართულ დისკუსიებში სამმა ქართველმა მეცნიერმაც მიიღო მონაწილეობა. მრავალი კითხვა დაისვა ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ არსებული ენობრივი ვითარების შესახებ. კონფერენციის დასასრულს გადაწყდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია ენისა და ტერიტორიის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო საქართველოში, რათა უცხოელ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად, ქართველ მეცნიერებსაც ჰქონოდათ ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური