GE

ილიაუნიში საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის შესახებ დისკუსია გაიმართება

პირველ ივნისს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ორგანიზებას გაუწევს საჯარო დისკუსიას თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა“.

მომხსენებლები – ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს იურისტები:

გიორგი ბურჯანაძე, ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი
გიორგი ჩიტიძე, ადამიანის უფლებების შიდა პროექტის კოორდინატორი

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური