GE

ილიაუნიში სამეცნიერო სესია: ,,აკაკი წერეთელი და რუსული კოლონიალიზმი საქართველოში” გაიმართება

2 ივლისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე – აკაკი წერეთელი და რუსული კოლონიალიზმი საქართველოში.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სესიაზე წარმოდგენილი იქნება სამი მოხსენება:

  • თამარ ლომიძე – ზოომორფული მეტაფორები აკაკი წერეთლის პოეზიაში
  • ლელა წიქარიშვილი – სამშობლოს გენდერული რეპრეზენტაცია აკაკი წერეთელთან და მის შემდგომ.
  • ცირა კილანავა – აკაკი წერეთელი და ნაციონალური დისკურსის ფორმირება

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური