GE

აბიტურიენტების ნაწილისთვის ატესტატის წარდგენის ვადა გაიზარდა

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვადა 10 აგვისტოს ჩათვლით გაიზარდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, აბიტურიენტებმა ატესტატი 10 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ფორმალურად ცნობის/აღიარების შემდეგ, ვალდებულნი არიან სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინონ შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული ფორმალური ცნობის ან აღიარების დოკუმენტი.

სად და როდის უნდა წარადგინონ ატესტატი გასულ წლებში სკოლადამთავრებულმა აბიტურიენტებმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური