GE

ინცინდენტი თუ ინციდენტი? პრეცედენტი თუ პრეცენდენტი? რესპოდენტი თუ რესპონდენტი?

ნებისმიერი ენის ლექსიკური მარაგი პერიოდულად ივსება ნასესხები სიტყვებით. ეს სხვადასხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული უწყვეტი, ბუნებრივი პროცესია და  საგანგაშო ამაში არაფერია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ენაში არსებული ნასესხები სიტყვები სწორად წარმოვთქვათ და დავწეროთ. შეცდომათა უმეტესობა თანხმოვნების ან ხმოვნების არასწორად ხმარებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ „გრამატიკული ცნობარის“ დღევანდელ გაკვეთილზე.

ნ თანხმოვანი საერთაშორისო სიტყვებში

თანამედროვე ქართულ მეტყველებასა და მართლწერაში ნ თანხმოვნის უმართებულოდ გამოყენების სამი ტენდენცია იკვეთება:

როცა ნ თანხმოვანი უმართებულოდ იკარგება, როცა ნ თანხმოვანი ზედმეტია და როცა ნ-ს ცვლის მ თანხმოვანი.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

 უმართებულოდ იკარგება სიტყვებში:

კონტიგენტი

კორესპოდენტი/რესპოდენტი

ინსტიქტი

კონსესუსი

თანხმოვანი ზედმეტია სიტყვებში:

ინციდენტი (და არა ინციდენტი)

პრეცედენტი ( და არა პრეცედენტი)

სტიპენდიატი ( და არა სტიპენდიატი)

კომპრომეტაცია ( და არა კომპრომეტაცია)

ნ თანხმოვნის უმართებულოდ ჩამატებას ან პირიქით, ამოკლებას თავიდან ავიცილებთ, თუ ერთ მარტივ წესს დავიმახსოვრებთ:

ყველა საორჭოფო შემთხვევაში მნიშვნელოვანია უცხოური სიტყვის წარმომავლობისა და მისი პირვანდელი დაწერილობის გათვალისწინება.

ნ თანხმოვანს ხშირად უმართებულოდ ცვლის მ თანხმოვანი. ეს უმეტესწილად იმ სიტყვებში ხდება, სადაც ფ-ს წინაა მოქცეული:

კოფლიქტი ( და არა კომფლიქტი)

კოფორმიზმი ( და არა კომფორმიზმი)

კოფერენცია ( და არა კომფერენცია)

კოფედერაცია ( და არა კომფედერაცია)

კოფიგურაცია ( და არა კომფიგურაცია)

შეცდომების თავიდან ასაცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ფ-ს წინ ნ თანხმოვანი მ-თი არ უნდა ჩანაცვლდეს და წერისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორიგინალი ენის ორთოგრაფია.

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური