GE

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში’’ დასრულდა. პროექტი წყნეთში – ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 600 წარმატებული მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.

საზაფხულო სკოლა საზეიმო ვითარებაში დაიხურა, გაიმართა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული ჯგუფების დაჯილდოება და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, ასევე გამოვლინდა ის 12 მოსწავლე, რომლებიც 2 კვირით ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში 19 სექტემბერს გაემგზავრებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ და „საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში“ საუკეთესო პროექტებია, რომელსაც სამინისტრო ,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში’’ ახორციელებს. 3 კვირის განმავლობაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური