GE

იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – განათლების მინისტრის პასუხი

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად აქტუალურია კითხვა – იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები. ქუთაისში ვიზიტისას განათლების მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს კითხვას აღნიშნულ საკითხზე ექსკლუზიურად უპასუხა.

ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საგნებში, საკმაოდ დაბალი ზღვარია დაწესებული იმისთვის, რომ აპლიკანტებმა შეძლონ და გამოცდები წარმატებით ჩააბარონ.

მინისტრს არ მიაჩნია საჭიროდ მეორადი ჩარიცხვები, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, ამ საკითხზე სამინისტროში სპეციალისტებმა იმსჯელონ.

,,ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამწუთას ვერ გეუბნებით ვერაფერს, იმიტომ, რომ ჯერ არ განგვიხილია ეს საკითხი.  მე მგონია, რომ გამოცდების თამასა არის საკამოდ დაბალი, ანუ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ წარმატებით გამოცდების ჩაბარება.

ამიტომ, პირადად ჩემი დამოკიდებულება მეორად ჩარიცხვებზე მთლად დადებითი  არ არის. თუმცა, სპეციალსტების გადასაწყვეტია. მათთან ერთად გავივლი და გადავწყვეტთ ამ საკითხს,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თეონა გიორგაძე – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური