GE

ირინე ჩაჩანიძემ აწსუ-ის სტუდენტებს გრაცის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება გაუზიარა

პროფესორ ვ. ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრის ინიციატივით, 23 მაისს გაიმართა საერთაშორისო პროგრამის მონაწილე პროფესორების მორიგი პრეზენტაცია.

ამჯერად, გრაცის უნივერსიტეტში (ავსტრია, Erasmus Mundus program) მიღებული გამოცდილება სტუდენტებს გაუზიარა ენათმეცნიერმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ირინე ჩაჩანიძემ.

მან საინტერესოდ ისაუბრა ავსტრიელი ლინგვისტის, ჰუგო შუხარდტის შესახებ, რომელიც რომანულ ენების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი გახლდათ. ბასკური ენის მეტად ღრმა კვლევამ, პროფესორი ჰ. შუახარდტი ქართულ ენამდე მიიყვანა, დაინტერესდა და შეისწავლა კიდეც იგი. მას მიმოწერა ჰქონდა აკაკი შანიძესთან და მეტად მაღალ შეფასებას აძლევდა ქართულ ენას. გრაცის უნივერსიტეტში ინახება პროფესორ ჰ. შუხარდტის მიერ შეძენილი მე–10 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერები. ირინა ჩაჩანიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა გრაცის უნივერსიტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის. ევროპული გამოცდილების გაზიარება მეტად საინტერესო იყო ქართველი სტუდენტებისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური