GE

იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება

ფოტო –
8382

8-10 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით, გაიმართება ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე.

ტრენინგს დაესწრებიან მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები.

ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა ჯეროვან ინფორმირებას მიგრაციის მართვისა და საქართველოში მიგრაციის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ტრენინგის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებისთვის მიგრაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების ტექნიკა და კომუნიკაციის ენა. ტრენინგზე 3 დღის განმავლობაში განიხილება ისეთი თემები როგორიცაა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ასოცირების ხელშეკრულება, ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, ცირკურალური მიგრაცია, აგრეთვე მიგრაციის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტები.

ტრენინგი გაიმართება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური