GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეების ტრენინგს უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამდღიანი ტრენინგის, „ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი“,  დასკვნით შეხვედრას უმასპინძლა.

13510866_1114404258629543_6737159630189127423_nტრენინგის განმავლობაში  ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე წარმატებულმა ადამიანებმა მოსწავლეებს სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (ბეჭდური, ტელე, რადიო და მულტიმედია) გააცნეს და დაეხმარნენ მათ  ისეთი  ჟურალისტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება – დამუშავება, საგაზეთო სტატიისა და ნიუსის წერა, ინტერვიუირება, სიუჟეტების მომზადება და ბლოგის წარმოება.

„ტრენინგი ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რამდენიმე წელია, ტარდება. წლევანდელი ტრენინგის მხარდამჭერი გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა. ეს არის სამდღიანი ტრენინგი, რომელსაც ცნობილი, პრაქტიკოსი ჟურნალისტები ატარებენ. პირველი დღე  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა, სადაც მასტერ კლასები ტელე-რადიო კომპანიებიდან მოწვეულმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს, გუშინ გვიმასპინძლა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა და დღეს უკვე ვიმყოფებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

13569825_1168707426483818_1553286254_oმოსწავლეები  არამარტო თბილისდან არიან, არამედ – რეგიონებიდან. ზოგიერთი სასახლის მედიასტუდია „დროს“ წევრია. სასახლე ატარებს კონფერენციებს და ასევე ამ კონფერენციების მონაწილეები არიან.  მონაწილეები სამტრედიიდან, ქუთაისიდან, აბაშიდან, ლაგოდეხიდან ჩამოვიდნენ”, – განაცხადა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია ”დროს” ხელმძღვანელმა თინათინ გაბუნიამ.

სამდღიანი ტრენინგის დასკვნით შეხვედრას კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
”განსაკუთრებით დიდია პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვხურავთ ამ ტრენინგს. ტრენინგი ყოველწლიურად იმართება და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ჩართულია ამ სწავლებაში. წელს უფრო პომპეზური და დატვირთულია. უფრო მეტი ტრენერი და სასწავლო მასალები შევთავაზეთ მათ. ვფიქრობ, ეს კარგია, სკოლის მოსწავლეების მოტივაციისთვის, მეტი ცოდნისთვის, გამოცდილებისთვის. ჩვენ ვეხმარებით მათ, მოძებნონ გეზი თავიანთი სამომავლო ცხოვრებისთვის.

13516222_1114404038629565_5957151787103626794_nმოსწავლეები უკვე ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ჟურნალისტიკის შესახებ. ჩვენ ვეხმარებით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ.  აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრს აინტერესებს სატელევიზიო მონტაჟი. მათ შეუძლიათ, მოვიდნენ და თავისუფალ მსმენელად დაესწრონ ჩვენთან ლექციებს. ეს, რაღა თქმა უნდა, უფასო იქნება მათთვის. ჩვენ ჩვენი მხრივ ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების დონის ამაღლებაში საქართველოში”, – განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჟურნალისტიკის დოქტორმა ნინო ჭალაგანიძემ.

ნიკა გურიაშვილი ერთ-ერთია იმ  მოსწავლეთაგან, ვინც ამ ჟურნალისტიკის ტრენინგს დაესწრო:

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. ტრენინგებს ჟურნალისტები გვიტარებენ და გავიღრმავეთ ცოდნა ჟურნალისტიკაში“, – აღნიშნა მან.

13566954_1114404421962860_1368083989035187835_n„ამ პროექტში უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას. იმდენად მომეწონა ჟურნალისტიკა, რომ აუცილებლად ამ პროფესიას გავყვები. იმენად კარგი პროექტია, თუკი გავიგებ, რომ მესამედაც ჩატარდება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“, – გვითხრა ტრენინგის კიდევ ერთმა მონაწილე მარიამ ბეგიაშვილმა.

სამდღიანი ტრენინგის დასკვნითი ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური