GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის კონკურსი გაიმართა

26 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის კონკურსი გაიმართა.

შეჯიბრის პირველ ეტაპზე, მაყურებლის წინაშე, 5 დებიუტანტი გუნდი – „ედელვაისი“, „აუდიტორია 311“, „ციულენდი“, „ველური დასავლეთი“ და ჰეგემონი“ – წარდგა.
მონაწილეებმა ერთი ნომერი – „მისალმება“ – წარმოადგინეს.

ოთხი წევრისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, გუნდები -„ციულენდი“, „ველური დასავლეთი“ და ჰეგემონი“ 20 ქულით, „ედელვაისი“ და „აუდიტორია 311“ 19 ქულით შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ.

მეორე ტურში, რომელიც დეკემბერში გაიმართება, პირველი სამი ადგილის მფლობელი გუნდები გამოვლინდებიან.

კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პროექტის „სტუდენტური ცხოვრება 2016“-ის ფარგლებში ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური