GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასერტიფიკატო კურსი – ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ განახლდა

8 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსი – ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ განაახლა. აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მსმენელების დიდი რაოდენობისა და მაღალი ინტერესის გამო, თებერვლის თვეში კურსი სამ ეტაპად, 3 სხვადასხვა ნაკადთან ჩატარდება.

კურსის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორიცაა: ღვინის ტიპები, ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები, ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის ტურიზმი;

სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ქეთევან ჯურხაძე უძღვება.

,,ღვინო და ღვინის კულტურა“ კურსის ბოლოს, მონაწილეებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატეტები გადაეცემათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური