GE

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის KET, PET, FCE, CAE, YOUNG LEARNERS Starters, YOUNG LEARNERS Movers, YOUNG LEARNERS Flyers, რეგისტრაცია დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სასერტიფიკაციო გამოცდები კი 2015 წლის დეკემბერში ჩატარდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ გამოცდების მხოლოდ წერით, არა კომპიუტერულ, ვარიანტზე.

KET, PET, FCE, CAE -ს გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge) უნდა ამობეჭდონ სააპლიკაციო ფორმა და შეავსონ. აპლიკანტმა შევსებულ ფორმას უნდა დაურთოს გამოცდის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი. პირადობის მოწმობის ან პასპორტის არ ქონის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა შეავსოს და მოიტანოს ცენტრში „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“, რომელიც ასევე განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე.

Young Learner-ების გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველთათვის რეგისტრაციის დროს არ არის სავალდებულო პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლის წარმოდგენა. მათ რეგისტრაციისას მხოლოდ 2 საბუთი ესაჭიროებათ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა და გადახდის ქვითარი.

კემბრიჯის გამოცდები 2015 წლის დეკემბერში ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ გამოცდაზე მინიმუმ 4 აპლიკანტი დარეგისტრირდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური