GE

კერძო სკოლები იმ პატარების მიღებას შეძლებენ, რომლებიც საჯარო სკოლებში ასაკის გამო ვერ შევლენ

კერძო სკოლებს იმ ბავშვების მიღება შეეძლებათ, რომელებსაც  საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების მომენტისთვის 6 წელი შესრულებული არ ექნებათ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა Aris.ge-განათლებას განუმარტა, კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად,  სკოლაში შესვლა შეუძლია ბავშვს, რომელიც სწავლის დაწყებამდე ხდება 6 წლის, თუმცა კერძო სკოლების ხელმძღვანელი პირები თავად განსაზღვრავენ, როდის დაიწყონ სწავლა.

თუ კერძო სკოლები გადაწყვეტენ, რომ სწავლა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყონ, ისინი შეძლებენ ოქტომბრამდე დაბადებული პატარების მიღებას. საუბარია იმ ბავშვებზე, ვისაც  ექვსი წელი საჯარო სკოლებში სწავლის დღიდან რამდენიმე დღეში შეუსრულდებათ. 

,,საჯარო სკოლებში  ვიწყებთ სწავლას ათის სექტემბრის შემდეგ, პირველ ორშაბათს.  ძირითადად, კერძო სკოლების სასწავლო წელი უფრო ხანგრძლივია და ისინი იწყებენ ჩვენზე ადრე, მაგრამ ამ მოცემულობაში ვერ გეტყვით როდის დაიწყებენ.  როგორც წესი, ჩვენ არ გვითანხმებენ სწავლის დაწყენის თარიღს. რადგან არსებობს კანონში ასეთი ჩანაწერი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ოქტომბრის ბოლოს დაიწყენებ სწავლას, მიიღებენ იმ პატარებს ვისაც 6 წელი ოქტომბრის ბოლომდე შუსრულდებათ,”- განუცხადა  Aris.ge-განათლებას ლია გიგაურმა.

რომელი კერძო სკოლები დაიწყენებ სწავლას საჯარო სკოლებზე გვიან,  ეს მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ არ აქვს.

,,დღევანდელი მდგომარეობით, სია, რომელი სკოლა როდის იწყებს სწავლას ჯერ არ გვაქვს. შეგვიძლია, ეს მონაცემები ემისისგან (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) გამოვითხოვოთ. თუმცა, როგორც ვიცი, ძალიან ბევრ კერძო სკოლას სწავლის დაწყების თარიღი დადგენილი ჯერ არ აქვს,”- დასძინა მინისტრის მოადგილემ.

2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყება – პროცედურები

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური