GE

კომაროვის მე-7 კლასში ჩასარიცხი გამოცდის შედეგები და აპელაცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ თბილისის ვ. კომაროვის №199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლების მე-7 კლასში ჩასარიცხი გამოცდის შედეგებს და აპელაციას

შედეგები

ინფორმაცია აპელაციის შესახებ

სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 5 და 6 აგვისტოს ელექტრონულად ვებგვერდზე ონლინე.ნაეც.გე (განაცხადების მიღება შეწყდება 6 აგვისტოს 18:00 საათზე)

განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური – 10 ლარი. თანხის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

შეფასების შეცვლის შემთხვევაში (ქულის ცვლილების შემთხვევაში), აპლიკანტს აპელაციის თანხა უბრუნდება. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე – 2 47 33 33 .

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური