GE

კომაროვისა და რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკის სკოლებში ჩასარიცხი მოსწავლეებისთვის გამოცდა 22 ივლისს გაიმართება

თბილისის ვ.კომაროვის 199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლების მე-7 კლასში ჩასარიცხი მოსწავლეებისთვის გამოცდა ჩატარდება 2015 წლის 22 ივლისს. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდებისეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდები ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, მე-6 კორპუსი;
  • ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქუჩა №6, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა;

გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე;

გამოცდა დაიწყება 15:00 საათზე.

რეგისტრაციისას მოსწავლეს თან უნდა ჰქონდეს სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრში ნებადართულია მხოლოდ სახაზავის შეტანა. სხვა დამხმარე საშუალების (კალკულატორი, ჩანაწერები და ა. შ.) აღმოჩენა ჩაითვლება ტესტირების წესების დარღვევად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური