GE

კსუ აგროჟურნალისტიკის მედიასკოლა აგროჟურნალისტიკის განვითარების პროექტში ჩაერთო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგროჟურნალისტიკის განვითარების პროექტში ჩაერთო. როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პროფესიულ წრეებში არა ერთი წელია, საუბრობენ, რომ მომავლის ჟურნალისტიკა მხოლოდ დარგობრივ მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული, სწორედ ამგვარი სისტემა შექმნის პროფესიულ მედიაკადრებს.

უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული თემის გაგრძელებაა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” ერთობლივი პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგროჟურნალისტიკის განვითარებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მედიასკოლებთან ერთად, მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამაცაა ჩართული.

4-5 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრები ელექტრონულ სახელმძღვანელოში ბოლო შესწორებებსა და კურიკულუმებში ახალი საგნის ინტეგრირებას უკავშირდებოდა. კსუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა და პროექტის მომდევნო ეტაპებზე საქმიანობაში ჩართვის მზაობა დაადასტურა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური