GE

კსუ-ის ,,ღვინის თეატრი“ ათონელის თეატრის მაყურებლის წინაშე წარდგა

12 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ღვინის თეატრი“ – შტეფან ცვაიგის ნოველის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – „უცნობი ქალის წერილები“ – ათონელის თეატრის მაყურებლის წინაშე წარდგა.

სპექტაკლის რეჟისორი თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, რეჟისორი და კსუ-ს ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია გახლავთ.

სპექტაკლისთვის ,,ღვინის თეატრის“ მსახიობები 3 თვის მანძილზე ემზადებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერა და რამდენიმე მსახიობის დებიუტი ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ პროექტში – ,,ნიღაბი 2016“ შედგა და მთავარი როლის შემსრულებელი ანი ბობოხიძე – ასოციაცია ASTA-ს რჩეული გახდა.

ათონელის სცენაზე ,,ღვინის თეატრმა“ უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეორე სპექტაკლი წარმოადგინა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური