GE

კსუ-ის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი აჭარის ტელევიზიის ეთერში გავა

ორშაბათიდან, ყოველდღე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი – „რუსთველის სამყარო“ – გავა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 25 დეკემბერს გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტმა გადაცემათა ციკლი – ,,რუსთველის სამყარო”, ფილმები – ,,მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ” და ,,უკანასკნელი ნოტები” – ტელევიზიას  უსასყიდლოდ გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური