GE

კსუ-ის სტუდენტები მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორს შეხვდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული შეხვდა. ღონისძიებას ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თამარ ქობლიანიძეც ესწრებოდა.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტურიზმის, მენეჯმენტისა და სოფლის მეურნეობის განხრით, სტუდენტების სტაჟირება/პრაქტიკა წარმოადგენდა.

ვიცე-გუბერნატორი სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ განვითარებაზე ესაუბრა და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანა. კობა არაბულმა მათ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრისას ბაზალეთზე გასვლითი ლექცია და ასევე, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღება დაიგეგმა.

აღნიშული შეხვედრა მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური