GE

კსუ-ის სტუდენტებმა იაგელონის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს პოლონეთის იაგელონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანა მელნიკი შეხვდა.

უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ცნობით, პრეზენტაციაზე ანა მელნიკმა სტუდენტებს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების _ იაგელონის უნივერსიტეტის შესახებ მოკლე ისტორიული ცნობები, სწავლის პირობები და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები გააცნო.

იაგელონის უნივერსიტეტის წარმომადგენელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაიაც შეხვდა. შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც დაგეგმეს.

პრეზენტაციაზე სტუდენტების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური