GE

კსუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი – თბილისი 2016“ სამ ნომინაციაში გაიმარჯვეს

27 მაისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი – თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა.

ფესტივალზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვეს:

ნომინაცია „საუკეთესო რეპორტაჟი“ – მარიამ ანჯაფარიძე;

ნომინაცია „საუკეთესო ტელესიუჟეტი“ – შორენა ღვაჩლიანი;

ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ – თათია მერაბიშვილი, თეონა კაკიაშვილი, ნინო ჭიქინაშვილი, ნინო ენდელაძე, სალომე შალიკაშვილი.

ფესტივალში ხუთი ქვეყნის: საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიისა და უნგრეთის თორმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ტელესექციაში – თხუთმეტი ნამუშევარი, ხოლო ფოტოსექციაში – ოცდაერთი ავტორის ასზე მეტი ნამუშევარი და ერთიც ბიზნეს პროექტი იყო წარმოდგენილი.

თითოეულ სექციას თავისი ჟიური ჰყავდა, ფოტონამუშევრები ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა, ხოლო ვიდეონამუშევრები – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელმა და  რეჟისორ-დოკუმენტალისტმა ვაჟა ზუბაშვილმა შეაფასა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს გამარჯვებას ულოცავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური