GE

კსუ-ის სტუდენტებმა ვიზუალური მედიის ფესტივალზე ,,ზუმი” რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეს

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა, ვიზუალური მედიის საერთაშორისო ფესტივალს – „ზუმი – თბილისს“ უმასპინძლა. ფესტივალიში სამი – ფოტო, ბიზნესმედია და ტელესექციები მუშაობდა. წარმოდგენილი სექციებიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი ტელექსეციაში იყო წარმოდგენლილი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ჟიურის სპეციალური პრიზი ხატია გოგოხიას ნამუშევარმა „მშრალი ხიდი“ მოიპოვა. საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში, თორნიკე თიბილაშვილმა და კახაბერ ჯონჯუამ გაიმარჯვეს. რაც შეეხება საუკეთესო ტელესიუჟეტს, აქ პრიზი შალვა მამუკაშვილის ნამუშევარმა: “შვიდქალამ“ მიიღო.

ფესტივალზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა სულ შვიდი ნამუშევარი წარადგინა. მათგან ოთხმა – „მშრალი ხიდი“, შვიდქალა“, „პანტომიმა“ და „ჩრდილების თატრი“ გაიმარჯვა.

ვიზუალური მედიის საერთაშორისო ფესტივალი “ზუმი_თბილისი“ პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობას 11 უნივერსიტეტიდან 45 ავტორი იღებდა. საერთაშორისო ფესტივალში საქართველოსთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ლატვიისა და ავსტრიის უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური