GE

კსუ-ის სტუდენტებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამოცდა-კონფერენცია ჩაუტარდათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტებს გამოცდა-კონფერენცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ჩაუტარდათ.

რელიგიური ტერორიზმის მონიტორინგი საქართველოში, მასმედიის როლი რელიგიური კონფლიქტების პრევენციაში, პრომეთეიზმი, პაციფიზმი და დაზვერვა – ეს სწორედ ის თემებია, რომლებიც კონფერენციაზე წარმოდგენილ სხვა პროექტებთან ერთად განიხილეს.

აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ.

გამოცდა-კონფერენცია უნივერსიტეტის ლექტორის ალექსანდრე რუსეცკის საგნის – „რელიგიის როლი სამშვიდობო პროცესებში“ – ფარგლებში განხორციელდა.

საგნის ფარგლებში, ასევე, რელიგიურ კონფლიქტთა პრევენციის ცენტრი შეიქმნა.

სტუდენტთა მოხსენებები საგნის ლექტორთან ერთად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოისმინა და მათი პროექტების ერთობლივად განხორცილების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

აღნიშნული აქტივობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური