GE

კსუ-ის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დააჯილდოვეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოსთან ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს „ბუნება მბრძანებელია“ ატარებს.

კსუ-ის ინფორმაციით, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის მიმართულებით, მარინა უგულავა გარდაბნის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ინტელექტუალური შეჯიბრის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა. თემატური კითხვები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაა შედგენილი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ ტიპის პროექტებს პერმანენტულად ატარებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური