GE

კსუ-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში „ბუდაპეშტი 2015“ მონაწილეობა მიიღეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა/რექტორის თანაშემწემ, ნანა პარინოსმა და მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტმა თათია გობეჩიამ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, გამართულ საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში „ბუდაპეშტი 2015“ მონაწილეობა მიიღეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ნანა პარინოსის სამეცნიერო ნაშრომის სახელწოდება გახლდათ: „გრეის ჰუპერი _ „განსაცვიფრებელი გრეისი“ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრები ამერიკელი ქალები (ქალის წვლილი კიბე-სამყაროში)“, ხოლო თათია გობეჩიამ წარმოადგინა მოხსენება, სახელწოდებით: „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზღვრებს მიღმა: გაცვლითი პროგრამების განხორციელების გამოცდილებანი“.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა, ნანა პარინოსსა და თათია გობეჩიას, როგორც საპატიო სტუმრებს, კონფერენციის ორგანიზატორებისაგან, მადლობის ნიშნად, გადაეცათ საჩუქრები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური