GE

კსუ-ს მულტიმედია ცენტრში ოთხშაბათობით ფილმების საჯარო ჩვენებები გაიმართება

,,არაკი ჩემი მიწისა”, ,,თეატრი თეატრში” – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა.

პრეზენტაციას უნივერსიტეტის კანცლერი, რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენების დასასრულს დისკუსია გაიმართა, უნივერსიტეტის ცნობით სტუმრებმა ფილმები დადებითად შეაფასეს.

კსუ-ს მულტიმედია ცენტრი საჯარო ჩვენებებს ოთხშაბათობით გამართავს, ყველა მსურველს საშუალება ექნება ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმები იხილოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური