GE

კსუ-ს ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა

13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია (ასტანა, ყაზახეთი) სტუმრობდა.

დელეგაციას ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები – ჰელენ ტიბო და ალექსი ტროშევი, ასევე პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მაგისტრანტები წარმოადგენდნენ. სტუმრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის ისტორიასა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ირინა ღვინერიამ ფაკულტეტის მუშაობაზე და ზოგადად, უნივერსიტეტის წარმატებებსა და მიღწევებზე ისაუბრა. ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე რუსეცკიმ დელეგაციის წევრებს სტუდენტებთან მუშაობის ის ინოვაციური მეთოდები გააცნო, რაც მათ პროფესიული ინტერესების გარკვევაში, კარიერის დაგეგმარებასა და ფორმირებაში ეხმარება.

ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და სტაჟირების შესახებ ინფორმაციასაც გაეცნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური