GE

კსუ-ს პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტის რექტორი ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძვანელობის მოწვევით, უნივერსიტეტს სამდღიანი ვიზიტით პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვლოძიმიერჟ ნიკიელი ესტუმრა.

სტუმარმა ვიზიტის პირველი დღე თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერებით დაიწყო, შემდეგ კი უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრაზე წარმოდგენილმა ორივე მხარემ ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებაზე ისაუბრა, ვლოძიმიერჟ ნიკიელმა ინიციატივა გამოთქვა ორმხრივ გაცვლით პროგრამაში სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლების ჩართვაზე, ერთობლივი კვლევებისა და სხვადასხვა აქტივობის ჩატარებაზე,

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვლოძიმიერჟ ნიკიელთან სამუშაო შეხვედრას კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ჩახნაშვილი, პოლონური ენისა და კულტურის ლექტორი აგნეშკა პაულინა გურალსკა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი სვეტლანა კირაკოსიანი ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტის რექტორს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – ტელე-რადიო სტუდიები, სამონტაჟოები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, პოლონური ენის ცენტრი, სასწავლო კაბინეტები, მარანი „კოლხი“, სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, საფანტომო სწავლების კაბინეტები, სტომატოლოგიური კლინიკები – დაათვალიერებინეს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ღირშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით, ვლოდიმიერჟ ნიკიელი თბილისის გარდა, მცხეთასა და გორს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში გავლით პროგრამაში მონაწილეობა კსუ-ს 30-მდე სტუდენტმა მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური