GE

კსუ-სა და ვროცლავის ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია, ვროცლავის ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორ ლუკაშ იურეკს შეხვდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და აკადემიურ სფეროში სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ლუკაშ იურეკმა დემოგრაფიული ეკონომიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური