GE

კსუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენციას უმასპინძლებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე_ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები.

ორგანიზატორები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირი და საქართველო მას შემდეგ თანამშრომლობენ, რაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ეს თანამშრომლობა ,,პარტნიორობისა და თანამშრობის შესახებ შეთანხმებით“ დაიწყო და ახლა უფრო ამბიციური, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გრძელდება.

ასოცირების შეთანხმების მიზანი საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს მოქალაქეებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

კონფერენციის მიზანია, მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით, თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენებით, ცხადყოს ასოცირების შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ახალგაზრდა მკვლევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კიდევ ერთი მიზანი სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარებაა.

მოხსენებების თემატიკა:

სამართლის სექცია

  • ევროკავშირთან  ასოცირების შესახებ შეთანხმების გავლენა საერთაშორისო,  საჯარო და კონსტიტუციური სამართალის საკითხებზე;
  • ადამიანის ძირითადი უფლებები და მისი დაცვის მექანიზმების პრობლემატიკა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ჭრილში;
  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გავლენა საბაჟო სამართალზე, საგადასახდო სამართალზე, ბიზნეს სამართალსა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემატიკაზე;
  • სამოქალაქო სამართლის პრობლემატიკა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ჭრილში.

ბიზნესისა და ეკონომიკის სექცია

  • ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში გლობალურ და ლოკალურ ინტერესთა თავსებადობის საკითხები;
  • ევროასოცირების ახალი ბიზნეს-რეალობა და შესაძლებლობები;
  • ევროსივრცეში ინტეგრირების სწრაფი გარღვევის სტრატეგია;
  • განათლების სისტემის მოდერნიზაციის გეგმები;
  • საქართველოს საექსპორტო პოტენციალი;
  • ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ევროპულ სივრცეში;
  • თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული რეფორმები;
  • ევროკავშირის ეკონომიკური შესაძლებლობები და ზეგავლენა აღმოსავლეთ პარტნიორებზე;
  • ევროკავშირის საინვესტიციო და ფინანსური პოლიტიკა;

სოციალური მეცნიერებები

  • ერთიანი ევროპული სივრცის მაიდენტიფიცირებელი ფაქტორები;
  • (კომუნიკაციური, სივრცობრივ-ტერიტორიული, ეკონომიკური, ფსიქიკური, კულტურული);
  • ევროკავშირის საერთო ინოვაციური და ცალკეული ქვეყნების საინოვაციო პოლიტიკის ურთიერთშეხამება;
  • გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში;
  • ჰიბრიდული ომის ისტორია და მისგან მომავალი საფრთხეები საქართველოს კონტექსტში ;
  • უცხოური პროპაგანდა საქართველოში (ძირითადი მესიჯები, ნარატივი)  და მასთან ბრძოლის მეთოდები;
  • საქართველოს ევროასოცირება და ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივები;
  • ევროასოცირებასთან დაკავშირებული პოლიტიკური ასპექტები;
  • ევროინტეგრაციის წანამძღვრები და ისტორიული ეტაპები;
  • ევროინტეგრაციის სოციალურ-პოლიტიკური მოტივაცია;
  • სამეზობლო პოლიტიკიდან – ევროინტეგრაციამდე.

სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური და რუსული.

შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

  • უცხოელი მეცნიერებისათვის – 100 EURO;
  • ქართველი მეცნიერებისათვის – 140 GEL;
  • უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის – 100 GEL.

საკონფერენციო მოსაკრებელის გადახდა ხდება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მონაწილესთან გაგზავნილი დასტურისა და მოწვევის წერილის მიღებიდან არაუმეტეს, 5 სამუშაო დღის ვადაში. საორგანიზაციო კომიტეტი გთხოვთ, დაიცვათ ვადები, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეფერხდეს. დაგვიანებული მონაწილის მასალები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური