GE

კსუ-ში დოკუმენტური ფილმის – ,,მცხეთა-მეორე იერუსალიმი” – ჩვენება გაიმართა

19 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის – ,,მცხეთა-მეორე იერუსალიმი”- ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ფილმის რეჟისორი, ბოლონიისა და პალერმოს უნივერსიტეტების დოქტორი თამარ მახარაძე, დეკანოზი გიორგი ბასილაია და დეკანოზი გურამ გურამიშვილი ესწრებოდნენ.

,,მცხეთა-მეორე იერუსალიმი” – ეს მოსაზრება ფილმში არაერთი ისტორიულ-რელიგიური ფაქტითაა განმტკიცებული.

სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტმა მარინა უგულავამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფილმის ჩვენებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად თბილისის 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური