GE

კსუ-ში გადაცემათა ციკლის „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ჩვენება დაასრულა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა გადაცემათა ციკლის – „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ – ჩვენება დაასრულა.

25 ნოემბერს კსუ-ს ტელესტუდიაში ბოლო ოთხი გადაცემის – „ჟამი ოსმალ-ყიზილბაშობისა “, „ჟამი გამაჰმადიანებული მეფეებისა“, „თეიმურაზ და ერეკლე ბატონიშვილები” და „პატარა კახი“ – შიდასაუნივერსიტეტო ჩვენება გაიმართა.

ჩვენებას კსუ-ის სტუდენტებთან ერთად ხელმძღვანელობა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ცნობით, კსუ-ის მულტიმედია ცენტრი პროექტებზე მუშაობას განაგრძობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური