GE

კსუ-ში გამოცხადებული 705 ადგილიდან ვაკანტური არცერთი არ დარჩა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადებული 705 ადგილიდან ვაკანტური არც ერთი დარჩა. უნივერსიტეტის ინფორმაციით წელს კსუ-მ შევსების 100%-იანი შედეგი აჩვენა, 

,,2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა პირველკურსელს და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს!” – აღნიშნულია უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, უნივერსიტეტში სწავლა 14 სექტემბერს იწყება. პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადად კი 31 აგვისტო – 12 სექტემბერი განისაზღვრა. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხვა შეგიძლიათ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე იხილოთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური