GE

კსუ-ში კონფერენცია თემაზე ,,სოციალური პროექტირება ქვეყნის მომავლისათვის” გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა სკაიპკონფერენცია, თემაზე – “Социальное проектирование будущего страны” (სოციალური პროექტირება ქვეყნის მომავლისათვის). ზაპოროჟიეს ეროვნულ უნივერსიტეტს მაქსიმ ლებსკი წარმოადგენდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაში კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე რუსეცკისთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები.

კსუ-ს წარმომადგენლებმა უკრაინელებს, საქართველოს მაგალითზე, დევნილებთან მუშაობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხზე გარკვეული რეკომენდაციები გაუწიეს. უკრაინელ და ქართველ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმით წარემართათ კონფერენცია.

უკრაინელმა სტუდენტებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ადამიანებთან მოხალისედ მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს. სტუდენტებმა, ასევე თანამშრომლობის ახალ ფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი, შემდეგ სკაიპკონფერენციას ლვოვის უნივერსიტეტთან გეგმავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური