GE

კსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია დროებით გადაიდო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტი ავრცელებს.

,,ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ჯერ არ არის აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური ბრძანება მიღებული, რეგისტრაცია დროებით გადაიდო.

რეგისტრაციის დაწყების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და Facebook-ზე,” – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური