GE

კსუ-ში პოლონელი ფოტოგრაფის პეტრე ჰლებოვიჩის ფოტოგამოფენა და ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონელ ჟურნალისტთა კავშირის წევრისა და ფოტოგრაფის პეტრე ჰლებოვიჩის ფოტოგამოფენა და ლექცია თემაზე: „სმოლენსკის ტრაგედიის მე-5 წლისთავი – კატასტროფა თუ მკვლელობა“ მოეწყო.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებთან მომხესებელმა  ქართველი და პოლონელი ერის კავშირზე, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მოღვაწეობაზე, სმოლენსკის ტრაგედიის დეტალებსა და კატინში მიმავალი პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფასა თუ მკვლელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხსოვნა დარჩეს ჩვენს შთამომავლებში“. შეხვედრის დასასრულს განაცხადა პეტრე ჰლებოვიჩმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური